ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ცხელებით შეიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს მოთავსებულ ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატიიდან კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.
პაციენტს ევროპაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.
ის საქართველოში დაბრუნებისთანავე კარანტინში მოათავსეს, საავადმყოფოში კი დღეს ცხელებით შეიყვანეს.
მამაკაცს 37.5 ტემპერატურა დაუფიქსირდა.
ამ დროისთვის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი ინფიცირებული იმყოფება, რომლის მდგომარეობაც სტაბილურია.