ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
ანგარიშში 20-21 ივნისის აქციის დაშლის ლეგიტიმურობაზე, არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და ჟურნალისტთა წინააღმდეგ ძალის გადამეტებაზეა საუბარი.
საია-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ მოახერხა დაძაბული სიტუაციის მართვა, უწყებამ უკანონო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა.
„მთავარი გამოწვევა ამ პროცესში იყო სწორედ პროპორციულობა და ლეგიტიმურობა. არის მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორც გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით რომ ეს უფლება იყოს დაცული, ასევე გამოწვევები არსებობს იმ თვალსაზრისით, რომ სასამართლო არის კვლავაც შემსრულებელი“, – განაცხადა სულხან სალაძემ.