ახალციხეში მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
არსებული ინფორმაციით, ორივე მანქანაში მხოლოდ მძღოლები იმყოფებოდნენ. არც ერთს სხეულის დაზიანება არ მიუღია. ავარიის შედეგად გარე განათების ბოძი დაზიანდა.
როგორც სატვირთო ავტომობილის მძღოლი ამბობს, მსუბუქი მანქანის მძღოლი მაშინ შეეჯახა, როდესაც სატვირთოს მძღოლი მარცხნივ შეხვევას ცდილობდა.
ავტომობილის მძღოლი კი შეჯახებაში სატვირთოს მძღოლს ადანაშაულებს.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ.