ახალციხეში, აფეთქების ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ (ფოტო/ვიდეო)
ახალციხეში, სასპორტო სკოლასთან, აფეთქების ადგილზე ამ დროისთვის, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა მსუბუქი ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება მსუბუქი ავტომობილის მფლობელი, ახალციხის საკრებულოს დეპუტატი ამბარცუმ ბაბოიანი.
„არავიზე არ მაქვს ეჭვი. არ ვიცი, რა მოხდა. ვარჯიშზე ვიყავი და ამ დროს გავიგონე აფეთქების ხმა. სხვა არაფერი ვიცი“, – განუცხადა პირველ არხს ამბარცუმ ბაბოიანმა.
როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.