ახალციხეში სპორტდარბაზთან გაჩერებულ ავტომანქანასთან აფეთქება მოხდა

00:57, 03.12.2017

ახალციხეში, სპორტდარბაზის სიახლოვეს გაჩერებულ ავტომანქანასთან აფეთქება მოხდა. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ახალციხის საკრებულოს დეპუტატს ეკუთვნის.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

მსგავსი