ახალ ზელანდიაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
ახალ ზელანდიაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა.
დღეიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება მხოლოდ ქალაქ ოკლენდში, სადაც ეპიდაფეთქებაა და ასევე თვითმფრინავებში.
შეგახსენებთ, ახალმა ზელანდიამ კორონავირუსის პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გაუქმების შესახებ 21 სექტემბერს განაცხადა.
პანდემიის პერიოდში ახალ ზელანდიაში ვირუსის 1 468 შემთხვევა გამოვლინდა და დაიღუპა 25 ადამიანი.