ახალ ზელანდიაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა. მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, დღეიდან ქვეყანა „კოვიდ-19“-თან ბრძოლის ე.წ. გარდამავალ ეტაპზე გადადის.
ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე კოვიდინფექცია ბოლო 48 საათის განმავლობაში არ დაფიქსირდა.
„გარდამავალი ეტაპი“ ახალ ზელანდიაში მაქსიმუმ 90 დღე გაგრძელდება.
ახალ ზელანდიაში ახალი კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 1497 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 1402 უკვე გამოჯანმრთელდა. დაავადებას სულ 20 ადამიანი ემსხვერპლა.