ახალ ზელანდიაში ორი მცირე ზომის თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორივე თვითმფრინავის პილოტები დაიღუპნენ.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ერთ-ერთი თვითმფრინავის ბორტზე ოთხი პარაშუტისტი იმყოფებოდა, რომელთაც სალონი შეჯახებამდე დატოვეს.
ავიაკატასტrოფას გადაურჩა ვერტმფრენიც, რომელიც დასაჯდომად ემზადებოდა.
შემთხვევა ქალაქ მასტერონის აეროდრომის სიახლოვეს მოხდა. რა გახდა შეჯახების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.