ახალ ზელანდიაში მომავალი კვირიდან 100-მდე ადამიანის შეკრება დასაშვები იქნება
ახალ ზელანდიაში 100-მდე ადამიანის შეკრება მომავალი კვირიდან დასაშვები იქნება,- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა განაცხადა.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, ქვეყანაში შესაძლებელი გახდება რელიგიური რიტუალების აღდგენა, თუმცა კვლავ ძალაში რჩება სოციალური დისტანციის დაცვა.
ახალ ზელანდიაში „კოვიდ-19“-ის 1504 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 21 ადამიანი, ვირუსისგან ქვეყანაში 1456 ადამიანი განიკურნა.