ახალ ზელანდიაში კორონავირუსის არც ერთი აქტიური შემთხვევა აღარ ფიქსირდება
ახალ ზელანდიაში კორონავირუსის არც ერთი აქტიური შემთხვევა აღარ ფიქსირდება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი აცხადებს, რომ დღეიდან ქვეყანა განგაშის პირველ დონეზე გადადის.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში საჯარო და კერძო ღონისძიებები შეზღუდვების გარეშე ჩატარდება. მისივე ინფორმაციით, მომსახურების სფერო და ტურიზმის სექტორი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას სრულად აღადგენს.
ახალ ზელანდიაში „კოვიდ-19“-ის 1 500 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 22 პაციენტი გარდაიცვალა.