ახალ ზელანდიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა მეორე დღეა, არ დაფიქსირებულა
ახალ ზელანდიაში „კოვიდ 19“-ის ახალი შემთხვევები დღესაც არ დადასტურდა.
ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 1 137-ს აღწევს, მათ შორის 1 302 გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 გარდაიცვალა.
ქვეყანაში უკვე დაწყებულია შეზღუდვების შემსუბუქება. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდენის აცხადებს, ახალმა ზელანდიამ მოახერხა „კოვიდ 19“-ის გავრცელების შეჩერება.