ახალ ორლეანში ქარიშხალ „იდას“ გამო კომენდანტის საათი გამოაცხადეს. შესაბამისი განკარგულება ქალაქის მერმა გასცა.
მისი თქმით, კომენდანტის საათი ქალაქში 20:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს. ახალი ორლეანის მერის განმარტებით, ამ ზომის მიღება მოროდიორობის თავიდან აცილების მიზნით გახდა საჭირო.
ქარიშხალმა „იდამ“ ახალი ორლეანის ელექტრომომარაგების სისტემის სრული პარლაიზება გამოიწვია. შედეგად ქალაქში ელექტროენერგია არავის მიეწოდება.
პოლიციამ ღამის განმავლობაში ქურდობის ფაქტებზე, რამდენიმე ადამიანი უკვე დააკავა. ხელისუფლება პირობას დებს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება უმოკლეს დროში აღდგება, თუმცა მათივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ქალაქში ცხოვრება ნორმალურ რიტმს მალე დაუბრუნდება. პირველ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას აღუდგება.
ქარიშხალი „იდა“ მექსიკის ყურის სანაპიროს 29 აგვისტოს დაატყდა თავს. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, მსგავსი სიძლიერის სტიქია რეგიონში 1850 წლის შემდეგ არ ყოფილა. ქარიშხალს ოთხი ადამიანის სიცოცხლეს ემსხვერპლა.