ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში საგანგებო ზომებს იღებენ
ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთი საგანგებო ზომებს იღებს.
ლონდონის „ჰითროუს“ აეროპორტში სპეციალური გასასვლელი გაკეთდება, რომლითაც ის მგზავრები ისარგებლებენ, ვინც ბრიტანეთში ისეთი ქვეყნებიდან ჩადიან, სადაც ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.
„ჰითროუს“ აეროპორტი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია. ყოველდღიუარად აეროპორტით დაახლოებით 200 000 ადამიანი სარგებლობს, ჩინეთიდან კი, დაახლოებით 17 რეისი ხორციელდება.