აკაკი ზოიძე - ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები იგეგმება
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სამედიცინო საზოგადოებას და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სფეროების განვითარების ხედვის დოკუმენტი წარუდგინა.
გეგმაზე, რომელიც 2017 წლიდან 2030 წლამდე პერიოდს მოიცავს, პარლამენტმა, სამინისტრომ და სფეროს სპეციალისტებმა 7 თვის განმავლობაში იმუშავეს.
ერთ-ერთი მთავარი მიმართულება დოკუმენტში პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებას ეხება,ასევე გეგმაზე მომუშავე ჯგუფის განმარტებით, კიდევ უფრო დაიხვეწება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა.
“ჯანდაცვის მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები იგეგმება, ეს არის ფინანსურ დაცულობის კუთხით ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესება. დღეს, დღის წესრიგში დგას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემდგომი განვითარება, კერძოდ, წამლების ფასები შემცირდეს და სამედიცინო მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდეს. ასევე მოხდეს ფარმაცევტული საქმიანობის, წამლების ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესება. სოციალური მიმართულებით იგეგმება საპენსიო, სოციალურ შემწეობათა სისტემის გაუმჯობესება“, – განმარტა აკაკი ზოიძემ.
გეგმის ფარგლებში გაწერილია საკანონმდებლო ინიციატივები, როგორც ჯანმრთელობის დაცვის, ისე შრომისა და სოციალური სფეროს განვითარებისათვის.