აკაკი ზოიძე - ძალიან მრავალფეროვანია საქმიანობა, რასაც ეწევა ამ დროის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედი პიროვნულად, ასევე ფონდი „ქართუ“
აკაკი ზოიძე - ძალიან მრავალფეროვანია საქმიანობა, რასაც ეწევა ამ დროის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედი პიროვნულად, ასევე ფონდი „ქართუ“

საერთოდ, ძალიან მრავალფეროვანია საქმიანობა, რასაც ეწევა ამ დროის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედი პიროვნულად, ისევე, როგორც ფონდი „ქართუ“, რომელიც ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს ქვეყანაში, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომელიც საქართველოში კინოწარმოების აღორძინებასა და დაფინანსებას ეხება.

აკაკი ზოიძის თქმით, ოპონენტები ცდილობენ, ვითარება უკუღმა წარმოაჩინონ.

„ნაცვლად იმისა, რომ მილიონი დოლარის ქველმოქმედების ჯეროვანი გაშუქება და დაფასება მოხდეს, პირიქით ხდება, თითქოს ხალხის ხარჯზე გამდიდრდება და ა.შ.

არის თემა კინოინდუსტრიის განვითარებაზე. ტურიზმის ინდუსტრიაში უზარმაზარი ინვესტიციები იდება ფონდი „ქართუს“ მიერ, ასევე ბევრი სხვა მიმართულებით, კულტურაზე, ხელოვნებაზე და ჩვენი ისტორიული ძეგლების აღდგენაზე აღარ ვსაუბრობ. მნიშვნელოვანია, ჩვენ ხელი შევუწყოთ ამას. საუბარია ქართული კინოს მხარდაჭერაზე, მათ შორის არის სერიალებიც“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გუშინ განაცხადა, რომ ფონდი „ქართუ“ ქართულ კინოწარმოებას დააფინანსებს.