Airbus-მა შესაძლოა, დიდი ბრიტანეთი დატოვოს, თუ ბრექსითი გარდამავალი შეთანხმების გარეშე მოხდება
მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიამშენებელმა კომპანია Airbus-მა შესაძლოა, დიდი ბრიტანეთი დატოვოს, თუ ქვეყანა ევროკავშირის საბაჟო კავშირიდან და ერთიანი ბაზრიდან გარდამავალი შეთანხმების გარეშე გავა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
კომპანიამ რისკების შეფასება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის დატოვება გარდამავალი შეთანხმების გარეშე ქვეყანაში წარმოების სერიოზულ დარღვევასა და შეწყვეტას გამოიწვევს.
„აღნიშნული სცენარი აიძულებს Airbus-ს, გადახედოს დიდ ბრიტანეთში თავის ინვესტიციებს და გრძელვადიან სტრატეგიას“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
დიდ ბრიტანეთში Airbus-ის 25 სხვადასხვა ობიექტებზე 14 ათასი ადამიანია დასაქმებული. კომპანია გაერთიანებულ სამეფოში თვითმფრინავის ფრთებს აწარმოებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გამორიცხავს, რომ 2019 წლის 29 მარტის შემდეგ ევროკავშირის საბაჟო კავშირში დარჩენას, თუმცა იმედოვნებს, რომ ბრიუსელთან გარდამავალ შეთანხმებას მიაღწევს, რომელიც 2021 წლამდე იმოქმედებს.