Airbnb საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპონსორი გახდა - გარიგების თანხა 500 მილიონი დოლარია
Airbnb საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპონსორი გახდა - გარიგების თანხა 500 მილიონი დოლარია

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და საცხოვრებლის იჯარის ონლაინ-სერვისმა Airbnb-მ სასპონსორო კონტრაქტი გააფორმეს. ხელშეკრულება ცხრაწლიანია, რომლის დროსაც ხუთი ოლიმპიადა გაიმართება, – წერია ერთობლივ პრესრელიზში.

კონტრაქტის ღირებულება უცნობი დარჩა, თუმცა ავტორიტეტულმა ვებპორტალმა Insidethegames-მა დაწერა, რომ გარიგების თანხა 500 მილიონი დოლარია.

პარტნიორობის მთავარი ნაწილი გახდება პროგრამა Airbnb Olympian Experiences-ის ჩაშვება, რომლის მეშვეობითაც მოგზაურებს ექნებათ შესაძლებლობა, ივარჯიშონ ელიტურ სპორტსმენებთან და მათთან ერთად ქალაქები დაათვალიერონ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კომპანიას დაპირდა, რომ წარმოუდგენს 28 მილიონი დოლარის ღირებულების საცხოვრებელს იმ ათლეტებისთვის, რომლებიც ოლიმპიადებსა და პარაოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობენ.

Airbnb საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მე-14 გლობალური სპონსორია ისეთ კომპანიებთან ერთად, როგორებიცაა – Coca-Cola, Samsung, Visa, P& G, Panasonic, Alibaba, Atos, Bridgestone, Dow, General Electric, Intel, Omega და Toyota.