საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შეაჩერა რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მუშაობა #1TVSPORT
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შეაჩერა რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მუშაობა #1TVSPORT

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მუშაობა შეაჩერა.

5 ოქტომბერს რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრები გახდნენ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, აგრეთვე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოლიმპიური საბჭოები, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური ქარტიის უხეშ დარღვევად მიიჩნია.

მუშაობის შეჩერება ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს აღარ აქვს უფლება, იმოქმედოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სტატუსით და ვერ მიიღებს დაფინანსებას ოლიმპიური მოძრაობიდან.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იტოვებს უფლებას, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე რუსული პასპორტის მქონე ნეიტრალური სპორტსმენების მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება საჭირო დროს მიიღოს.