საქართველო-უნგრეთი საქართველოს პირველ არხზე

12:33, 14.11.2026

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს ერთა ლიგის B2 ჯგუფის მეხუთე ტურის მატჩში, საქართველოს ნაკრები უნგრეთს უმასპინძლებს, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი, „პირველი არხი – სპორტი“ და „საქართველოს რადიო“ შემოგთავაზებთ.

ჩვენი ქვეყნის ნაკრები წლის ბოლო საშინაო მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება – ტრავმების გამო, გუნდს ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი და გიზი მამაგეიშვილი გამოაკლდნენ, ხოლო „სევილიის“ ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებები აქამდე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ორჯერ გამარჯვება უნგრელებს დარჩათ, ერთხელ კი საქართველოს ნაკრებმა მოიგო.

მსგავსი