ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საზეიმო დახურვა

15:33, 14.11.2026

სენეგალში საზეიმოდ დაიხურა ზაფხულის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, რომელიც 31 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით დაკარში ჩატარდა. ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე 25 სპორტის სახეობაში ჯამში 205 ქვეყნის სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოდან ცხრა სახეობაში ცამეტმა სპორტსმენმა იასპარეზა. გაიმართა ტრადიციული დროშათა აღლუმი. საქართველოდან დროშის გამოტანის პატივი ოლიმპიადის ჩემპიონს, მოკრივე ემის ისმაილოვს ერგო.

ქართველმა სპორტსმენებმა მეოთხე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ოთხი მედალი მოიპოვეს: ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.

მსგავსი