NBA | გოგა ბითაძემ მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა, „ორლანდომ“ „მილუოკი“ დაამარცხა #1TVSPORT
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში წარუმატებელი სტარტის შემდეგ თამაში გამოასწორა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“. ფლორიდელებმა ზედიზედ ოთხი წაგების მერე ერთმანეთის მიყოლებით სამი მატჩი მოიგეს. მესამე – შინ, „მილუოკისთან“, 107:99.
ამ წარმატებაში თავისი წვლილი მიუძღვის გოგა ბითაძეს, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი, 12 ქულა ჩააგდო. მისი სრული სტატისტიკა:
18 წუთი, 12 ქულა (5/5 ორქულიანი, 2/2 საჯარიმო), 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება.
35 ქულით მატჩის ბომბარდირი ორლანდოელი ფრანც ვაგნერი გახდა.
5 მოგებითა და 7 წაგებით „ორლანდო“ აღმოსავლეთის კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 17 ნოემბერს, სტუმრად „ბოსტონთან“ გამართავს.