საქართველო-უნგრეთი საქართველოს პირველ არხზე
ზუსტად სამი საათი საათი რჩება ერთა ლიგის B2 ჯგუფის მეხუთე ტურის მატჩამდე, სადაც საქართველოს ნაკრები უნგრეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი, „პირველი არხი – სპორტი“ და „საქართველოს რადიო“ შემოგთავაზებთ.
ჩვენი ქვეყნის ნაკრები წლის ბოლო საშინაო მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება – ტრავმების გამო, გუნდს ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი და გიზი მამაგეიშვილი გამოაკლდნენ, ხოლო „სევილიის“ ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებები აქამდე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ორჯერ გამარჯვება უნგრელებს დარჩათ, ერთხელ კი საქართველოს ნაკრებმა მოიგო.
ლევან ღუდუშაური შემოგვიერთდება მიხეილ მესხის სტადიონიდან – როგორია გულშემატკივრების განწყობა და მოლოდინები.