ნობელის პრემიის ლაურეატი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდებს არ დაუშვას ირანის ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე #1TVSPORT
ნობელის პრემიის ლაურეატი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდებს არ დაუშვას ირანის ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე #1TVSPORT

ირანელი აქტივისტების ჯგუფმა, რომელშიც შედიან მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი შირინ ებადი და პროფესიულ კრივში WBA-ის ვერსიით მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მაჰიარ მონშიპური, წერილი გააგზავნა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში მოთხოვნით – ქვეყანაში ქალთა დისკრიმინაციის გამო, არ დაუშვან ირანის ნაკრები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე.

წერილის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ირანი არ იცავს ოლიმპიური ქარტიის ღირებულებებს, რადგან ქვეყანაში ირღვევა ქალთა უფლებები სპორტში მონაწილეობის მიმართულებით.

წერილში მოყვანილია სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის პოლიტიკის გამო 1970 წელს ოლიმპიური მოძრაობიდან ამ ქვეყნის მოკვეთის მაგალითი.

ავტორები ითხოვენ ჩამოაშორონ ირანელი სპორტსმენები მინიმიმ იმ დისციპლინებს, რომლებშიც გამოსვლის უფლებას არ აძლევენ ირანელ ქალებს (ჭიდაობა, კრივი, ცურვა, ფრენბურთი, ტანვარჯიში, აფროსნობა და სხვა).