„აიარაი“-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულმა გამოწვევებმა ჩვენს მუშაობაზე გავლენა არ იქონიოს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ჯონ დიპიროს განცხადებით, საქართველოში ხუთი ტექნიკური ანალიტიკოსისა და გრძელვადიანი კოორდინატორის ჩამოყვანას გეგმავენ, რომლებიც კვლევას დააკვირდებიან და არჩევნებს მონიტორინგს გაუწევენ.
მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულმა გამოწვევებმა მათ მუშაობაზე გავლენა არ იქონიოს.
„როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ვგეგმავთ ხუთი ტექნიკური ანალიტიკოსის და გრძელვადიანი კოორდინატორის ჩამოყვანას, რომლებიც დააკვირდებიან კვლევას და მონიტორინგს გაუწევენ არჩევნებს. ისინი სხვადასხვა საკითხზე იმუშავებენ, მათ შორის არჩევნების გამჭვირვალობაზე, ასევე უსაფრხოების საკითხებზე, რაც პანდემიის გამო არის გამოწვეული. ჩვენ ვნახეთ გამოწვევები, რაც გლობალურ პანდემიას უკავშირდება და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამან არ იქონიოს გავლენა ჩვენს მუშაობაზე. ჩვენ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებთან და მხარს დავუჭერთ ერთმანეთს“, – აღნიშნა ჯონ დიპირომ.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მისია (IRI) 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს შეაფასებს.
ორგანიზაციის ცნობით, შეფასების მისია საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევის საფუძველზე ჩამოდის.