IRI-ის კვლევით, გამოკითხულთა 51 პროცენტი ვადამდელი არჩევნების მომხრეა, 37 პროცენტი ვადამდელი არჩევნების საჭიროებას ვერ ხედავს
IRI-ის კვლევით, გამოკითხულთა 51 პროცენტი ვადამდელი არჩევნების მომხრეა, 37 პროცენტი ვადამდელი არჩევნების საჭიროებას ვერ ხედავს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 51 პროცენტი ვადამდელი არჩევნების მომხრეა, ხოლო 37 პროცენტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს.

კითხვაზე მხარს უჭერთ თუ არა ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ, 29 პროცენტი პასუხობს, რომ აბსოლუტურად ეთანხმება.

29 პროცენტი აბსოლუტურად ეთანხმება, 22 პროცენტი მეტ-ნაკლებად ეთანხმება, 12 პროცენტი მეტ-ნაკლებად არ იზიარებს ამ მოთხოვნას, 27 პროცენტი კატეგორიალურად არ იზიარებს. 10 პროცენტს არ აქვს პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI Georgia) ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.