„აიპლიუსის“ პეკინის ფილიალში აცხადებენ, რომ მაღაზიიდან 40 000 ლარის ღირებულების 30 მობილური ტელეფონია წაღებული
მაღაზია „აიპლიუსში“ აცხადებენ, რომ პეკინის ფილიალში დილით მომხდარი ქურდობის შედეგად, 30 მობილური ტელეფონია წაღებული.
მაღაზიის თანამშრომლების თქმით, მოპარული ტექნიკის ღირებულება დაახლოებით 40 000 ლარია.
როგორც „აიპლიუსში“ აღნიშნავენ, მათი მაღაზია უკვე მეორედ გაქურდეს.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევა დილით, 06:40 საათზე მოხდა. კამერების ჩანაწერების მიხედვით მაღაზიის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ მძარცველები არასრულწლოვნები იყვნენ.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.