თბილისში, პეკინის ქუჩაზე მობილური ტელეფონების მაღაზია გაქურდეს [ვიდეო]

08:50, 19.06.2019

თბილისში, პეკინის ქუჩაზე მაღაზია „აიპლუსი“ გაქურდეს. მძარცველებმა ჩაამტვრიეს მაღაზიის ვიტრინა და ძვირად ღირებული მობილური ტელეფონები წაიღეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების მიხედვით, მძარცველები სავარაუდოდ არასრულწლოვნები იყვნენ.

ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ქურდობის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას „აიპლუსი“ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

მსგავსი