ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის სასამართლო პროცესი
საქალაქო სასამართლოში ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება ჯგუფურ ძალადობას. ინციდენტი ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, რასაც აღნიშნული პირების დაკავება მოჰყვა. ამ საქმეში ვიდეოკადრებია მთავარ მტკიცებულებად წარმოდგენილი.
ამ საქმის გარდა, ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე წარედგინათ, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.