თბილისში, პეკინის ქუჩაზე მობილური ტელეფონების მაღაზია გაქურდეს [ვიდეო]
თბილისში, პეკინის ქუჩაზე მაღაზია „აიპლუსი“ გაქურდეს. მძარცველებმა ჩაამტვრიეს მაღაზიის ვიტრინა და ძვირად ღირებული მობილური ტელეფონები წაიღეს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების მიხედვით, მძარცველები სავარაუდოდ არასრულწლოვნები იყვნენ.
ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
ქურდობის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას „აიპლუსი“ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.