აიათოლა ხამენეი - ირანის ეკონომიკა შიდა პრობლემებისგან უფრო ზარალდება, ვიდრე საერთაშორისო სანქციებისგან
აიათოლა ხამენეი - ირანის ეკონომიკა შიდა პრობლემებისგან უფრო ზარალდება, ვიდრე საერთაშორისო სანქციებისგან

ირანის ეკონომიკა შიდა პრობლემებისგან უფრო მეტად ზარალდება, ვიდრე საერთაშორისო სანქციებისგან. ამის შესახებ ქვეყნის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ეკონომიკური პრობლემებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ხელისუფლებაში დაშვებული შეცდომებია.

ცოტა ხნის წინ აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები აღადგინა.

სანქციების განახლება ირანის ბირთვული შეთანხმებიდან ვაშინგტონის გასვლას უკავშირდება.