აიათოლა ხამენეი – ირანის ეკონომიკა შიდა პრობლემებისგან უფრო ზარალდება, ვიდრე საერთაშორისო სანქციებისგან

16:30, 13.08.2018

ირანის ეკონომიკა შიდა პრობლემებისგან უფრო მეტად ზარალდება, ვიდრე საერთაშორისო სანქციებისგან. ამის შესახებ ქვეყნის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ეკონომიკური პრობლემებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ხელისუფლებაში დაშვებული შეცდომებია.

ცოტა ხნის წინ აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები აღადგინა.

სანქციების განახლება ირანის ბირთვული შეთანხმებიდან ვაშინგტონის გასვლას უკავშირდება.

მსგავსი