აღმოსავლეთ იერუსალიმში, გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ოფისთან მომიტინგეები შეიკრიბნენ, რომლებიც ოფისის დახურვას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სააგენტო „ჰამასის“ ნაწილია
200-მდე ადამიანი შეიკრიბა აღმოსავლეთ იერუსალიმში, გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ოფისთან. ინფორმაციას ამის შესახებ timesofisrael-ი აქვეყნებს. მომიტინგეები გაერო-ს ოფისის დახურვას ითხოვენ და აცხადებენ, რომ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტო „ჰამასის“ ნაწილია.
შეგახსენებთ, მანამდე ისრაელმა განაცხადა, რომ გაერო-ს სააგენტოს თანამშრომლები ჩართულები იყვნენ „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში.
ამ განცხადების შემდეგ პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, ფინეთმა, ავსტრალიამ და კანადამ შეუჩერეს.