აღმოსავლეთ ღუტაში ავიადარტყმების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ექვსი ბავშვი
სირიაში, აღმოსავლეთ ღუტაში ავიადარტყმების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ექვსი ბავშვი. აღნიშნულ მონაცემებს დიდ ბრიტანეთში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საბჭო (SOHR) ავრცელებს.
თებერვლის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, სირიის სამთავრობო ჯარის მხრიდან, რომელსაც რუსული ავიაცია უჭრს მხარეს, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ღუტაზე ინტენსიური იერიში მიმდინარეობს. სამხედრო მოქმედებებს ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
დამასკოს მახლობლად მდებარე აღმოსავლეთ ღუტა 2013 წლიდან სამთავრობო ძალების ალყაშია. აღნიშნულ რაიონში საკვების, სასმელი წყლის, მედიკამენტებისა და ელექტროენერგიის დეფიციტის პირობებში თითქმის 400 000 ადამიანია დარჩენილი.