აღმოსავლეთ ევროპაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 20 მილიონს უახლოვდება
აღმოსავლეთ ევროპაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 20 მილიონს უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ამ რეგიონის ქვეყნებში ვირუსის ახალი ტალღა ვრცელდება, რომელიც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე ძლიერია.
ამასთან, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების უმეტესობაში ვაქცინირებული მოქალაქეების რიცხვი ძალიან დაბალია. მაგალითისთვის, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით მოსახლეობის მხოლოდ 19%-ია აცრილი. რუსეთში აცრილია, მოქალაქეების 36%.
„როიტერის“ ცნობით, აღმოსავლეთ ევროპაში ყოველდღიურად საშუალოდ 83 700 ახალი კოვიდინიფიცირებული აღირიცხება. ეს მაჩვენებელი ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალია.
მსოფლიოში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებს შორის, პირველ ხუთეულში 3 აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებია – რუსეთი, უკრაინა და რუმინეთი. რთული ეპიდემიოლოგური ვითარებაა სლოვაკეთშიც.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განმარტავენ, ახალი ტალღის გავრცელების მიზეზი კოვიდშეზღუდვების გაუქმება და ზამთრის სეზონის მოახლოება უწყობს ხელს.
ამას ემატება აუცრელი ადამიანების დიდი რაოდენობა, ევროკომისიის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ყოველი სამი მოქალაქიდან ერთი ჯანდაცვის სისტემას არ ენდობა.