აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში აშშ-ის და რუსეთის სამხედრო ხომალდები ერთმანეთს 50 მეტრით მიუახლოვდნენ
აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის სამხედრო ხომალდები ერთმანეთს 50 მეტრით მიუახლოვდნენ.
რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტში აცხადებენ, რომ ამერიკული სამხედრო ხომალდი „ჩანსელორსვილი“, რუსულ გემს, „ადმირალ ვინოგრადოვს“ სახიფათო მანძილზე მიუახლოვდა, რის გამოც რუსულ გემს სახიფათო მანევრის შესრულება მოუწია.
რუსეთის ბრალდებებს პროპაგანდას უწოდებს აშშ-ის მეშვიდე ფლოტი. ფლოტის მეთაურის, კლეიტონ დოსის განცხადებით, რუსებმა არაპროფესიონალურად იმოქმედეს, რის გამოც ამერიკულმა ხომალდმა სახიფათო მანევრი შეასრულა.