მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების განხილვას პარლამენტი სავარაუდოდ მომდევნო კვირიდან დაიწყებს
აღმასრულებელ ხელისუფლებაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის საპარლამენტო განხილვა სავარაუდოდ მომდევნო სასესიო კვირიდან დაიწყება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
საპარლამენტო კომიტეტები ცვლილებებზე მსჯელობას დაჩქარებული წესით, დაიწყებენ, ამის შემდეგ კი, საკითხს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
“კანონპროექტი არის უკვე შემოტანილი პარლამენტში და მას სავარაუდოდ მომდევნო სესიაზე განვიხილავთ დაჩქარებული წესით”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.