აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 13 აპრილს დაიწყება და 15 აპრილის ჩათვლით, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.