აგენტმა მინო რაიოლამ დღევანდელ სატრანსფერო სისტემას ადამიანებით ვაჭრობის ფორმა უწოდა
აგენტმა მინო რაიოლამ დღევანდელ სატრანსფერო სისტემას ადამიანებით ვაჭრობის ფორმა უწოდა

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა კომენტარი გაუკეთა Football Links-ის ინფორმაციას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მასში ეწერა, რომ რაიოლამ 49 მილიონი ევრო გამოიმუშავა „მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის პოლ პოგბას ტრანსფერებზე.

„არასოდეს მილაპარკია „მანჩესტერ იუნაიტედთან” პატივისცემისა და მოწიწების გარეშე, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ფიფა-ში საერთოდ პატივს არ სცემენ კანონს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ და მხოლოდ საზოგადოებრივ აზრზე აქვთ გავლენა.

ყველა მხოლოდ ჩემს ფულზე ლაპარაკობს და არავის აინტერესებს „აიაქსი”, რომელმაც ორი ფეხბურთელის ტრანსფერზე 150 მილიონი გამოიმუშავა.

რაც შეეხება ფიფა-ს, მიმაჩნია, რომ მან უკანა პლანზე უნდა გადაიწიოს. უნდა დავივიწყოთ ძველი სისტემა. დადგა რევოლუციის დრო.

ტრანსფერების მოქმედი სისტემა – სრული ჩამორჩენაა. ეს სისტემა არის ადამიანებით ვაჭრობის ფორმა”, – თქვა რაიოლამ Voetbalmagazine-თან ინტერვიუში.