ჰალანდს მბაპესთან ერთად „რეალში“ თამაში არ სურს - ნორვეგიელს უნდა ამბიციური გუნდის ლიდერი გახდეს #1TVSPORT
ჰალანდს მბაპესთან ერთად „რეალში“ თამაში არ სურს - ნორვეგიელს უნდა ამბიციური გუნდის ლიდერი გახდეს #1TVSPORT

გამოცემა Cuatro-ს მტკიცებით, თავად „დორტმუნდის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ მიზანშეწონილია მადრიდის „რეალში“ გადასვლა.

ნორვეგიელს გადაწყვეტილი აქვს ამბიციურ გუნდში ლიდერი გახდეს, ამიტომაც ურჩევნია არ გადაიკვეთოს ერთ კლუბში კილიან მბაპესთან, რომელიც დღეს „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშობს და ელოდებიან, რომ ის ზაფხულში „რეალში“ გადავა.

მეტიც – „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ფორვარდის მამასთან, ალფ-ინგე ჰალანდთან და აგენტ მინო რაიოლასთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმას, რომ მომავალში ჰალანდისა და მბაპეს დაპირისპირება, შესაძლოა, ეპოქალური გახდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი, შესაბამისად, „ბარსელონასა“ და „რეალში“ ითამაშებენ.

მიმდინარე სეზონზე ჰალანდმა 11 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და 13 გოლი გაიტანა.