„აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლები აქციას მართავენ
„აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლები აქციას მართავენ

კომპანია „აგარის შაქრის“ თანამშრომლები ქარხანასთან აქციას მართავენ.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, აქციის მონაწილეები ქარხანაში რამდენიმეთვიანი სამუშაო პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ და ამ პერიოდში კომპენსაციის გაცემას ითხოვენ.

დასაქმებულების მოთხოვნაა, აღნიშნული პრობლემა სახელმწიფოს ჩარევით გადაწყდეს.

სოციალური პარტნიორობის ფარგლებში ქარხნის თანამშრომლები ითხოვენ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ქარხნის წარმომადგენლებმა ერთობლივად შპს „აგარის ქარხნის” პროფკავშირებთან ერთად იმუშაონ პრობლემის მოგვარებაზე.

ქ​არხანამ ნოემბრის დასაწყისში მუშაობა რამდენიმე თვით შეწყვიტა. პროფკავშირების თავმჯდომარე ზაზა ალბორიშვილი აცხადებს, რომ პრობლემის მოუგვარებლობა აგარის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პარალიზებას გამოიწვევს.

ქარხანაში 481 თანამშრომელია და მათი უმრავლესობა აგარის მაცხოვრებელია.