სოფელ აგარაში კაცმა ცოლი დაჭრა, თანასოფლელი მამაკაცი კი მოკლა.
წინასწარი ინფორმაციით, ქალს და მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი ქალი აგარა-ქარელის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დანაშაულის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.