აგარაში კაცმა ცოლი დაჭრა, თანასოფლელი მამაკაცი კი მოკლა

11:28, 10.06.2019

სოფელ აგარაში კაცმა ცოლი დაჭრა, თანასოფლელი მამაკაცი კი მოკლა.

წინასწარი ინფორმაციით, ქალს და მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი ქალი აგარა-ქარელის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დანაშაულის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი