აგარაში დაჭრილი ქალი ქარელის საავადმყოფოდან გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანეს.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ექიმების ინფორმაციით, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ქალს ცივი იარაღით 14 ჭრილობა აქვს მიყენებული.
შემთხვევის ადგილზე კი, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ადგილზე დაჭრილის მეუღლე ჰყავთ მიყვანილი, რომელმაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა.
სოფელ აგარაში კაცმა ცოლი დაჭრა, თანასოფლელი მამაკაცი კი მოკლა. შსს-ს ინფორმაცით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.