აგადირის გრან პრი - კიდევ ერთი ქართველის მედალი, ამჯერად პორტუგლიას
22:24, 10.03.2018
მაროკოში მიმდინარე აგადირის გრან პრიზე დღეს მამაკაცთა და ქალთა შორის მედლების 2-2 კომპლექტი გათამაშდა. ტურნირზე, რომელშიც საქართელოს ნაკრები არ მონაწილეობს დღეს, მედალი კიდევ ერთმა ეთნიკურმა ქართველმა აიღო. – 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში პორტუგალიის სახელით მოასპარეზე – ანრი ეგუტიძემ ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც ფრანგ ნიკლას ჩილარს, დამატებით დროში გაფრთხილებებით მოუგო.
მეოთხედფინალში 22 წლის ეგუტიძემ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელ რუბენ მარტინს ერთ წუთში ვაზარი აუღო, რასაც მალე ეფექტური იპონი და შესაბამისად, ნახევარფინალის საგზურიც მოაყოლა.
ეგუტიძის წარმატებული სვლა ნახევარფინალში თურქმა ვედატ ალბაირაქმა შეწყვიტა, რომელთანაც ვაზარიზე დაეცა. მართალია, ამის შემდეგ ანრიმ შებოჭვიდან გათავისუფლება მოახერხა, მაგრამ ორთაბრძოლის შემოტრიალება ვერ შეძლო და მესამე ადგილისთვის ბრძლაში გადაერთო.
ბრინჯაოს მედლისთის ანრი ეგუტიძე ხორვატ დომინიკ დრუზეტას დაუპირისპირდა. ძირითად ოთხ წუთში სპორტსმენებმა ქულების მოპოვება ვერ შეძლეს და მხოლოდ 2-2 შიდო მიიღეს. დამატებითში კი ეგუტიძემ კიდევ ერთი იპონი შეასრულა და კვარცხლბეკზეც ავიდა.
ამ წონაში საბოლოოდ ოქროს მედალს სწორედ ეგუტიძის მომგები თურქი ალბაირაკი დაეუფლა. რაც შეეხება ვერცხლს და მეორე ბრინჯაოს, ისინი შესაბამისად მატიას კასს (ბელგია) და ჰასან ხალმურზაევს (რუსეთი) ერგოთ.
შეგახსენებთ, რომ ამავე ტურნირზე, გუშინ -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი აიღო ბეთქილ შუკვანმა, რომელიც თურქეთის დროშის ქვეშ, ბექირ ოზლუს სახელით ასპარეზობს.
ვაჟთა შორის მეორე წონითი კატეგორია რომელშიც დღეს ჩემპიონ პრიზიორები გამოვლინდნენ -73 კილოგრამი იყო. ამ წონაში საბოლოოდ საპრიზო ოთხეულმა ასეთი სახე მიიღო: