აფრიკაში, ფრანგი ჯიჰადისტი დააკავეს, რომელიც 2015 წელს, სატირულ გამოცემა „ჩარლი ებდოს“ თავდამსხმელს ეხმარებოდა
აფრიკაში, ფრანგი ჯიჰადისტი დააკავეს, რომელიც 2015 წელს, სატირულ გამოცემა „ჩარლი ებდოს“ თავდამსხმელს ეხმარებოდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters – ი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
36 წლის პიტერ შერიფი ჯიბუტის რესპუბლიკაში დააკავეს. ფრანგული მხარე ახლა მის ექსტრადიციას ელოდება. შერიფი ასევე ცნობილია, როგორც აბუ ჰამზა, რომელიც დაახლოებული იყო საიდ და შერიფ კუაშებთან, რომლებმაც 2015 წლის 7 იანვარს სატირულ ჟურნალ ჩარლი ებდოს დაესხნენ თავს და 12 ადამიანი მოკლეს.