აფხაზურმა მხარემ დღეს კიდევ ერთი ქართველი გაათავისუფლა.
მანუჩარ წუშბაია მიმდინარე წლის სექტემბერში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იყო დაკავებული.
მისი გათავისუფლების მოთხოვნა ქართულმა მხარემ რამდენჯერმე დააყენა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრაზე.
მანუჩარ წუშბაიას ოთხი თვე ჰქონდა მისჯილი.