აფხაზური მედიის ცნობით, უკრაინის თხოვნის საფუძველზე, თურქეთში ინალ არძინბას დაკავება სურდათ, თუმცა უშედეგოდ
ოკუპირებული აფხაზეთის მედიის ინფორმაციით, უკრაინის თხოვნის საფუძველზე, სტამბოლის აეროპორტში საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას დაკავება სურდათ, თუმცა უშედეგოდ.
გავრცელებული ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელი თურქეთში აფხაზური დიასპორის წევრებს შეხვდა.
საოკუპაციო რეჟიმის მედია წერს, რომ თურქეთის საქარიას პროვინციაში აფხაზეთის ახალი კულტურული ცენტრი დაფუძნდება.