აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას გაუჩინარებული 22 ადამიანის ნეშტს სამების ტაძარში გადაასვენებენ
თბილისში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა ახლობლები არიან შეკრებილი. ისინი ექსპერტიზის შედეგებს ეცნობიან.
1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას გაუჩინარებული კიდევ 22 ადამიანის ნეშტია იდენტიფიცირებული.
კერძოდ: თამაზ ხარბედია – მინისტრის მოადგილე, მიხეილ კოკაია – ჟიულ შარტავას მრჩეველი სამხედრო საკითხებში, ზურაბ ძამუნაშვილი – მებრძოლი, გელა ფარქოსაძე – მებრძოლი, გოჩა შინჯიკაშვილი – მებრძოლი, გიორგი არზუმანოვი – მებრძოლი, კობა ხეჩიკაშვილი – მებრძოლი, ნუგზარ ფრიდონიშვილი – მებრძოლი, ზაზა მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), ერმილე მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), სიმონ ჟორჟოლიანი – მებრძოლი (წყალტუბო), მუხრან თუთისანი – მებრძოლი (ხონი), დავით ღლონტი – მებრძოლი (ლანჩხუთი), იმედა კოპალიანი – მებრძოლი, დავით წურწუმია – მებრძოლი, შოთა ჯღამაძე – ექიმი, ნუგზარ მილორავა – მებრძოლი, ასკალო მანაგაძე – მშვიდობიანი მოქალაქე (ქუთაისი), გელა თურმანიძე – მებრძოლი (საჩხერე), ალექსანდრე ზაალიშვილი – მებრძოლი, მუხრან მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), გიორგი ზარქუა – მშვიდობიანი მოქალაქე (ფოთი).
დღესვე 22 ნეშტს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
ინფორმაცია 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას გაუჩინარებული 22 ადამიანის ნეშტის იდენტიფიცირების შესახებ 23 აპრილს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა გაავრცელა.