ფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ენგურის ხიდს სამი დღით გახსნის. ინფორმაციას ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე წ. უშიშროების სამსახური აქვეყნებს.
22 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით გადაადგილება დროებით ნებადართული იქნება იმ პირებისთვის, ვინც ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობენ და ამჟამად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
საკონტროლო-გამშვები პუნქტი იმუშავებს 09:00 საათიდან 19:00 საათამდე. ყველა ის ადამიანი, ვინც გადავა ოკუპირებულ აფხაზეთში, ვალდებული იქნება, გაიაროს სამედიცინო შემოწმება.