აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული ოთხი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო პატივით დაკრძალეს
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ოთხი სამხედრო მოსამსახურე ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების სხვა მაღალჩინოსნები დაესწრნენ.
დღესვე, სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი ჩატარდა.
სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, რომლებმაც გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 ადამიანის ნეშტი 22 აპრილს გადმოასვენეს.